მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შარშან ხის კოტეჯის 1 კვ.მ-ის აშენება 1 100 ლარი ღირდა, წელს კი 1 200-1 300 ლარია" - “დიდოსტატი”

62a724626cb2e
ლიკა გურაბანიძე
18.06.22 23:29
3266
ხის კოტეჯების მწარმოებელი კომპანია “დიდოსტატის” დამფუძნებელი თინათინ სამყურაშვილის თქმით, ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ფონზე, კოტეჯებზე ფასები გაზარდეს.

bm.ge-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ თუ 2021 წლის ივნისში კომპანია მსურველებს კოტეჯის 1 კვ.მ-ის აშენებას 1 100 ლარი სთავაზობდა, წელს იგივე პერიოდში მისი ღირებულება 1 200-1 300 ლარს შეადგენს.

“ფასები გავზარდეთ. ხის სახლი მხოლოდ ფიცრის კომპონენტს არ მოიცავს, აქ შედის კარ-ფანჯარა, ფუნდამენტში რკინის კონსტრუქცია და სხვა, რომლის ფასებიც ბაზარზე 5-დან 10-ლარამდეა გაზრდილი, ასევე გაიზარდა თანამშრომლების ხელფასები. ყველაფერი ეს კი საერთო ჯამში საბოლოო პროდუქტის ფასებზე აისახა. კომპანიის მოგების მარჟის შემცირებით ვცდილობთ ფასის ზრდა ნახტომისებური არ იყოს და მომხმარებელმა გადახდა შეძლოს”, - განაცხადა თინათინ სამყურაშვილმა.

მისივე თქმით, თუ პანდემიამდე მოთხოვნა ხის სასტუმროების მშენებლობაზე იყო, დღეს თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე სააგარაკე სახლებზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები