მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა"- ტიკარაძე

60facec146166
BM.GE
23.07.21 18:10
1481
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებას უკვე შეიძლება მეოთხე ტალღის სტატუსი მიენიჭოს. 

"ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა. ამასთან დაკავშირებით სრული მობილიზაცია უკვე დაწყებული არის ჯანდაცვის სექტორიში. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და საკუთარ გარემოცვას ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2,460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები