მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შესაცვლელია სამართლებრივი ბაზა" - მიხეილ ყაველაშვილი სპორტული ობიექტების მშენებლობაზე

618d0fc43e12a
ინგა მურუსიძე
11.11.21 18:27
473
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული „სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრები სპორტული ობიექტების მშენებლობაში ჩართულ კერძო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ჯგუფის წევრები მუნიციპალური განვითარების ფონდის, სპორტული ფედერაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ და მათგან საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.

„სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ყველა ვთანხმდებით, რომ შესაცვლელია სამართლებრივი ბაზა, რადგან მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს რატომ და რისთვის შენდება ესა თუ ის ობიექტი, რა იქნება მისი მშენებლობის ხარჯი და რამდენად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაკვეთით აშენებული სპორტული ობიექტები, პირველ რიგში იყოს ხარისხიანი და ასევე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს სარგებლობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები