სხვადასხვა ტექსტილის, მათ შორის მაგიდის გადასაფარებლების, რანერების, ჩანთებისა და დასაფენების, მწარმოებელი ბრენდი „შინ“ პანდემიის პერიოდში წამოწყებული ბიზნესია, რომელიც სულ რაღაც 3 თვეა, რაც ბაზარზე ოპერირებს.
როგორც „შინ“-ის დამფუძნებლები ლიზა ქირია და ელენე გორგაძე bm.ge-სთან აღნიშნავენ, პროდუქციის რეალიზება, ჯერჯერობით, საქართველოს მასშტაბით ხდება.
„პანემიამ დაგეგმვისა და იდეისთვის ხორცის შესხმის საშუალება მოგვცა. უკვე სამი თვეა, რაც პროფესიონალი მკერავებისა და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით „შინ“-ს ვქმნით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ერთგული მომხმარებლის შეძენაც მოვახერხეთ. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ტექსტილს ძირითადად იმპორტირებული ნედლეულით ვამზადებთ და ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომია; მაგალითად, ე.წ. სუფრა - 60-150 ლარი, რანერები - 45-60 ლარი, ხოლო ჩანთები და დასაფენები 40-48 ლარი ღირს“, - აცხადებენ „შინ“-ის დამფუძნებლები.
„შინ“-ს სამომავლო გეგმაში პროდუქციის ექსპორტზე გატანა და წარმოებაში სხვადასხვა ახალი ტექსტილის დამატებაც შედის.

























