მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუახევი ჰესმა" წელს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

BM.GE
15.12.22 08:46
321
კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" მიერ აშენებული 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი, ქართულ ენერგოსექტორში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს, რომლის ჯამური ინვესტიცია 550 მილიონი დოლარია. პროექტის ინვესტორებს ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური Tata Power წარმოადგენენ. დადგმული სიმძლავრით შუახევი ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია. 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი 178 მგვტ შუახევი ჰესისა და 9 მგვტ სხალთა ჰესისგან შედგება. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა კი, საქართველოს შიდა გენერაციის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. შუახევი ჰესი ერთადერთი პროექტია საქართველოს ენერგო სექტორში, რომლის მშენებლობა ერთდროულად სამი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-იის მიერ დაფინანსდა. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ უკვე გადააჭარბა საპროგნოზო მაჩვენებელს და შეადგინა 407 მილიონ კილოვატ საათი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, წელს პირველად, შუახევი ჰესის მიერ თურქეთში ექსპორტირებულმა ელექტროენერგიამ 115 მლნ კვტ/სთ შეადგინა, საშუალო საექსპორტო ფასი მგვტ/სთ-ზე კი 115 დოლარი იყო.

რაკეშ ნაიკი - "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები