მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სილქნეტის" მობილურ ქსელში შეფერხებაა, რის გამოც აბონენტებს არასწორად ჩამოეჭრათ თანხა - განცხადება

6005ee8eab0ff
თამთა ჯიჯავაძე
19.01.21 00:21
679
"სილქნეტის" მობილურ ქსელში ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც აბონენტებს არასწორად ჩამოეჭრათ თანხა და გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება. ამის შესახებ ინფორმაციას "სილქნეტი" "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს.

"გაცნობებთ, რომ დროის უახლოეს მონაკვეთში ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება - დაკორექტირდება თანხა და აღდგება სერვისი. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები