მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Sinopharm-ის ავტორიზაციის გადადების შემთხვევაშიც, იმუნიზაციის პროცესი არ შეჩერდება“

6082a5685301b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.21 14:50
902
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინის Sinopfarm-ის ავტორიზაციის გადადების შეთხვევაში, საქართველოში Sinopharm-ით იმუნიზაციის პროცესი არ შეფერხდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ ქვემო ქართლში ვიზიტის შემდგომ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყება.

„26 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ის კომისა იკრიბება, რომელიც ვაქცინებს ავტორიზაციას აძლევს. დღეს ჯანმოს მიერ მხოლოდ 2 ვაქცინაა ავტორიზებული - Pfizer-ი და AstraZeneca. ავტორიზაციას ასევე გადის ჩინური ვაქცინები 26 აპრილს Sinopharm და 3 მაისს - Sinovac, ავტორიზაციას ასევე გადის - Moderna. ავტორიზაციაზე განაცხადი შეტანილი აქვს Johnson&Johnson-ს და Novavax-ს.

ჯანმოს ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ Sinopharm თავისი სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიზაციით დღეს 35 ქვეყანაში გამოიყენება, ამიტომ იმუნიზაციის წინა საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ ვიწყებთ რეგისტრაციას 27 აპრილიდან Sinopharm-ზე. შესაძლოა ვაქცინის ავტორიზაცია გარკვეული დროით გადაიდოს, მაგრამ იმუნიზაციის პროცესს ეს არ შეაჩერებს”, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის მინიჭების საკითხის განხილვას იწყებს. WHO ჩინური ვაქცინის Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავს, ხოლო Sinovac-ისას - 3 მაისს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები