მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი პარკის" მოდელი ძალიან მახინჯი და არასწორი იყო - ვიქტორ წილოსანი

631db8eb4f75b
გიორგი თოლორდავა
12.09.22 10:15
1681
დედაქალაქის მასშტაბით პარკირების სისტემის კონტროლში კერძო კომპანიების ჩართვის საკითხთან დაკავშირებით ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ ის პროცესის გარკვეული ნაწილების აუთსორსინგს  მიესალმება, თუმცა „სითი პარკის“ სისტემას „მახინჯ და არასწორ“ მოდელად მიიჩნევს.

„ჩემი აზრით, „სითი პარკის“ მოდელი ძალიან მახინჯი მოდელი იყო, რადგან ჯარიმების მთლიან ოდენობას იღებდა თავად ის, შესაბამისად, ვფიქრობ, ბიზნესის აგება იმაზე, რომ ჯარიმები იყოს მისი შემოსავალი - ძალიან არასწორია.

თუმცა მაქსიმალურად მომხრე ვარ პროცესების აუთსორსინგზე გატანის, მათ შორის, პარკირების სისტემისაც, თუმცა არა ისეთი მახინჯი ფორმით, როგორიც ეს „სითი პარკის“ შემთხვევაში იყო“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა „ანალიტიკის“ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები