მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიტუაცია უმჯობესდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც" - ექსპორტის ასოციაცია

5fd08ecf3bb1b
ლიკა გურაბანიძე
10.12.20 10:15
1029

ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ანი კვარაცხელიამ “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ექსპორტში 11-12%-იანი კლება გვაქვს.

როგორც კვარაცხელიამ განმარტა, სოფლის მეურნეობის ნაწილში ყველაზე დიდი კლება ღვინოს, ასევე, მინერალურ და მტკნარ წყლებს აქვს, თუმცა თხილის ექსპორტი გაზრდილია.

“მთელ მსოფლიოში ერთი და იგივე სიტუაციაა და სტატისტიკაც ყგველგან ერთნაირად უმჯობესდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, როდესაც პანდემია დაიწყო, ყველა ქვეყანაში მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ, იაპონია, კორეა და დიდი ბრიტანეთი, ექსპორტმა, დაახლოებით, 30-35%-მდე იკლო. შემცირდა როგორც საქონლით ვაჭრობა, ასევე მომსახურების ექსპორტიც. ჩვენთანაც იგივე სიტუაციაა; იცით, რომ ექსპორტი პირველ ორ კვარტალში ძალიან შემცირდა, ამან გამოიწვია ის, რომ კომპანიებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდათ, თუმცა დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება. სიტუაცია უმჯობესდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე, საქართველოდან ექსპორტთან მიმართებაში.

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, მთელი წლის განმავლობაში ექსპორტში 11-12%-იანი კლება გვაქვს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. განსაკუთრებული კლება კი ფეროშენადნობებზე, აზოტზე, ფარმაცევტიკაზე, ასევე, ტანსაცმლის ინდუსტრიაზე აისახება. ზოგადად, სოფლის მეურნეობის სექტორი მთელ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად შემცირდა, რადგან ეს პირველადი მოხმარების პროდუქციაა", - განაცხადა კვარაცხელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები