მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სპარი": ლარის კურსის არასტაბილურობა და გაზრდილი კომუნალურები ჩვენს ბიზნესზე უარყოფითად აისახა.

BM.GE
31.05.21 09:44
587
უმსხვილესი ქსელური სუპერმარკეტები არის სექტორი, რომელზეც ქვეყანაში დღეს არსებული ყველა პრობლემა პირდაპირპროპორციულად აისახა. ვითარების გამოსწორებისთვის ნომერ პირველ საჭიროებად მოსახლოების სრულ ვაქცინაციას მიიჩნევენ, სახელმწიფოსგანაც სწრაფი ნაბიჯების გადადგმა სურთ და არც დანაკარგებზე ხმამღლა საუბრის ეშინიათ. მკაფიოდ გამოხატავენ აზრს, რომ პანდემიამ დააზარალა და ფასების დაჭერა უჭირთ, რასაც უკმაყოფილო მომხმარებლებს ვერ უხსნიან.

კომპანიების მრავალმილიონიანი გაყიდვების მიუხედავად, ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეებიდან არაერთი ფინანსურ ზარალზეა. გასულ წელს სამედიცინო სექტორთან ერთად მსხვილი ქსელური სუპერმარკეტებიც ფრონტის ხაზზე აღმოჩდნენ. კრიზისული პერიოდის გავლის შემდგომ კომპანიების გეგმები დიდია.

ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნესი უმსხვილესი ქსელური სუპერმარკეტებიც დღეს კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგანან, აწუხებთ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება და გამოსავლის ძიებაში დაკარგული დროის ფასიც იციან.

სტუმარი: არჩილ ნიკოლაძე - “სპარი”, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
 





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები