მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სპორტული ტურიზმი ეკონომიკაში ცალკე დარგად უნდა განვითარდეს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი

62867aca7e213
მარიამ იზორია
19.05.22 23:14
901
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, რომ ფონდს სპორტული ტურიზმის, როგორც ცალკე დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის მრავალი პროექტი აქვს დაგეგმილი, მათ შორის მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო თასია, რომელსაც საქართველო სექტემბერში უმასპინძლებს.

მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ღონისძიების ჩატარების პირველი პრეცედენტია, ხარჯებს ფონდი კერძო სექტორთან ერთად ფარავს.

„ფონდი ცდილობს საერთაშორისო სტანდარტი და გამოცდილება გადმოიტანოს, რომელიც ქვეყანაში სპორტის, ახალგაზრდებისა და სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. სპროტული ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვაქვს. ამასთან ნაკრებს კარგი შედეგები აქვს და შესაძლებლობაა ჩატარდეს შეკრებები, საერთაშორისო ტურნირები, რაც ყველაზე მთავარია სპორტული ტურიზმი, ეკონომიკაში, როგორც ცალკე დარგი ისე განვითარდეს. ამ მიმართულებით ბევრი პროექტია დაგეგმილი. მათ შორის სექტემბერში საქართველო მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო თასს უმასპინძლებს, რამდენიმე ათეული ქვეყანა ჩამოვა. ეს საქართველოში მსგავსი ღონისძიების ჩატარების პირველი პრეცედენტია. რაც შეეხება ხარჯს, ყველაფერს ჩვენი ფონდი და კერძო სექტორი ფარავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ უდიდეს ამერიკულ ორგანიზაციასთან და ავსტრიის განვითარების ფონდთან თანამშრომლობა გავაფორმეთ, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიონიანი გრანტი გამოიყო და ის რეგიონებში ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებას მოხმარდება, შეირჩა 18 მუნიციპალიტეტი“ - ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ცნობისთვის: სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებას „გარბენი უკრაინისათვის“ ატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები