მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტამბაში" "უდაბნოს" საწარმო ლაბი იხსნება

648b20d5c88b9
თამთა ჯიჯავაძე
16.06.23 10:22
767
"სტამბაში" დღეს, 16 ივნისს "უდაბნოს" საწარმო ლაბი იხსნება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ადგილზე ამუშავებს უდაბნოს ეკოლოგიურად სუფთა ნუშისგან მიღებულ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ნუშის ფქვილი, ნუშის რძე, ნუშის ზეთი, ნუშის პასტა, ნუშის ნაყინი და სხვა. ამის შესახებ თავად კომპანია იტყობინება.

როგორც "უდაბნოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაბის გახსნასთან დაკავშირებით "სტამბაში" დღეს გაიმართება მარკეტიც, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დააგემოვნონ უდაბნოს რეგენერაციულ ეკოსისტემაში მოყვანილი პროდუქტები.

ცნობისთვის, უდაბნო რეგენერაციული აგრომეურნეობაა, რომელიც აერთიანებს კახეთში ნუშის, ფისტასა და ზეთისხილის ბაღებს, ქართულ ენდემურ ვაზის ვენახებს, ხეხილის წრიულ ნარგავებს, ბუნებრივ პირობებში გაზრდილი საქონლისა და ფრინველის ფერმებს და სამრეწველო სოფელ პანდორას. კომპანიაში ამბობენ, რომ 20 000 ჰექტრამდე მიწის განაშენიანებით "უდაბნო" ხელს უწყობს რეგიონში ბიომრავალფეროვნების შემოტანას და ამკვიდრებს თანამედროვე აგროეკოლოგიურ მიდგომებს საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები