კომპანია “სტრადა მოტორსმა” რომელიც Jeep-ის, FIAT-ის და Alfa Romeo-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, წინასაახალწლო აქცია დაიწყო. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლები ნებისმიერი ავტომობილის შეძენას საახალწლო ფასით შეძლებენ. გარდა ამისა, ყველა მომხმარებელი კომპანიისგან 2021 წლის განმავლობაში - ყოველ თვე, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებენ.