მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Subway საქართველო" და "Domino-ს პიცა" პანდემიის პირობებში ოპერირების შესახებ საუბრობენ

5f6f6a58d888d
ლიკა გურაბანიძე
26.09.20 19:24
1474

სწრაფი კვების რესტორნების სექტორის შემოსავლები ზაფხულის სეზონზე წლიურ ჭრილში საგრძნობლად შემცირდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად საქართველოში შემცირებული საერთაშორისო ტურიზმით არის განპირობებული. BMG-სთან საუბარში "Subway საქართველოსა" და "Domino-ს პიცის" ხელმძღვანელები საუბრობენ თუ რა ნაბიჯები გადადგეს პანდემიის პირობებში ოპერირების გაგრძელებისთვის. 

“ყველაზე რთულ პერიოდში, რომელიც მარტის მეორე ნახევარი, აპრილი და მაისი იყო ამ პერიოდში გაყიდვებში 65-70%-იანი კლება შეინიშნებოდა. ზაფხულისთვის გაყიდვების კლებამ 35-დან 40%-მდე შეადგინა.

სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ჩვენ მეიჯარეებთან შეთანხმებები გავაფორმეთ, გარკვეული შეღავათები ბანკისგან მივიღეთ, ასევე მუშაობის ეკონომიურ რეჟიმზე გადავედით.” - აღნიშნა “საბვეის” წარმომადგენელმა საქართველოში გივი ორდენიძემ.

საქართველოში “დომინოს პიცის” დამფუძნებელი მიხეილ ალხანიშვილი აღნიშნავს, რომ გასული თვეების განმავლობაში კომპანიამ ხარჯების ოპტიმიზების მიზნით, ორ რესტორანს ადგილმდებარეობა შეუცვალა. 

“დახურვით არცერთი ობიექტი არ დაგვიხურავს, ორ ობიექტს მხოლოდ ადგილი შევუცვალეთ. ეს გამოწვეული იყო ეკონომიის მიზნით. შედარებით ძვირიანი და მაღალი ქირის ღირებულების მქონე ფართებიდან, იგივე უბნებში შედარებით დაბალი საიჯარო ფასის ფართში გადავინაცვლეთ.

ჩვენ გაყიდვების შენარჩუნება სერვისის გაუმჯობესების და სწრაფი მიწოდების ხარჯზე, ასევე მარკეტინგული აქტივობის გაძლიერებით შევძელით.” - განმარტა ალხანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები