"ტაბელების" წარმოების პროცესში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს
BM.GE
11.10.22 18:21
• 502
ე.წ. "ტაბელების" წარმოების პროცესში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მასში ბიზნეს-ასოციაციებიც არიან ჩართულები, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, ფიქრობენ, რომ ცვლილებები დროულად უნდა განხორციელდეს, გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაციას უამრავი ხარვეზი აქვს და ქართულ ბიზნესზე მორგებული არ არის. რა ცვლილებებს ითხოვს კერძო სექტორი?