
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოვლენა ბინის შეძენა და ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლაა. შესაბამისად, ის უნდა იყოს ჩვენს საჭიროებებს მორგებული, თანამედროვე, კომფორტული და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო. სახლი ის ადგილია, რომელთანაც ყოველდღიურად გვიწევს კონტაქტი, აქ იყრის თავს უამრავი მოგონება და ემოცია.
ადგილმდებარეობა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, სამშენებლო მასალები, ფასი, გეგმარება, ხედი, აივანი, რეკრეაციული სივრცე, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობა, პარკინგი და ა.შ. ეს ის მთავარი პარამეტრებია, რომელსაც ბინის არჩევისას ყურადღებას ვაქცევთ და შემდეგ ვიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას.
Park Ortachala • პარკ ორთაჭალა კი სწორედ ის პროექტია, რომელშიც ყველა ზემოთ აღნიშნული დეტალი გათვალისწინებულია. აქ გადმოსვლის დღიდან, იგძნობთ საოცარ სიმშვიდეს, სივრცეს, ჟანგბადით მდიდარ ჰაერს და სასიამოვნო გარემოს. უკვე წარმატებით გაყიდულია ბინების 70 %-ი. ამჟამადაც, გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება, თბილისის ისტორიულ უბანში ოცნების სახლის შესაძენად. გვაქვს 51-დან 101 კვატრატამდე ბინების არჩევანი, რომელიც უმაღლესი ხარისხის თეთრი კარკასით ჩაგვბარედება.
Park Ortachala-ს ორ შენობაში, რომელიც სამი ბლოკისგან შედგება, 19 სართულიანი B ბლოკის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, 22 სართულიანი A და A1 ბლოკის მშნებლობაც დასასრულს უახლოვდება და პროექტი გეგმის შესაბამისად, დასრულდება 2023 წლის ზაფხულში. მშენებლობის პარალელურად საცხოვრებელ კომპლექსში, უკვე დაწყებულია ბინებში თეთრი კარკასის სამუშაოები.
Park Ortachala • პარკ ორთაჭალას მარკეტინგის ხელმძღვანელი, სოფო მეშვილდიშვილი: „თამამად შემიძლია ვთქვა ჩვენს პროექტზე, რომ, საძირკველიდან სახურავამდე, ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პროექტია. გარდა ამისა, დეველოპერებმა თავის დროზე არჩევანი ტერიტორიის სივრცეზე გააკეთეს, რადგან ჩვენი პროექტი თავისი მაღალსართულიანობით არ დაამახინჯებდა სხვა პროექტების ხედებს. მშენებლობის დაწყების ამომავალი წერტილი ეს იყო და ამას ბოლომდე შევინარჩუნებთ. უკან არის მთა, წინ საავტომობილო გზა და მტკვარი მთელი თავისი სილამაზით. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ ეს პროექტი ბუნებრივად შერწყმოდა ტერიტორიას და დღევანდელი რეალობის ტკივილი: ქაოსი და სიმახინჯე არ გამოგვეწვია. შესაბამისად, შეგვექმნა ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ქალაქის ამ ნაწილისთვის მეტი სიცოცხლე მიგვეცა.
პროექტის სახელი - პარკ ორთაჭალა სწორედ კომპლექსის უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე შეირჩა, რადგან მთისა და წყლის ასეთი სიახლოვე თანამედროვე ქალაქებში თითქმის აღარ გვხვდება“.
Park Ortachala • პარკ ორთაჭალა
Park Ortachala • პარკ ორთაჭალა-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, სოფო მეშვილდიშვილი: პროექტი აზერბაიჯანული ინვესტიციით ხორციელდება. გუნდი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი სამშენებლო გამოცდილება, ერთმა დიდმა მისიამ - თბილისის სიყვარულმა და ხარისხიანი კომპლექსის აშენების სურვილმა გააერთიანა. კომპლექსი უკვე არსებული ინვესტიიცით შენდება, ეს ფაქტორი კი, აზღვევს მშენებლობის წინასწარ განსაზღვრულ ვადებს რისკებისაგან და მომავალ მობინადრეებსაც შეძენის გამარტივებული პირობებით სარგებლობის კომფორტს უქმნის. პარკ ორთაჭალას პროექტს კოპმანია „ირბისი“ და მისი პარტნიორები, ამ სფეროში მათი 14 წლიანი გამოცდილებით ახორციელებენ.
ადგილმდებარეობა
გორგასლის N 105-ში, ორთაჭალის მთის ძირას და მდინარე მტკვრის გასწვრივ, საცხოვრებელი კომპლექსის „პარკ ორთაჭალა“ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის მშენებლობა დაიწყო 2020 წლის თებერვალში და დასრულდება 2023 წლის აგვისტოში.
ორთაჭალის მთის ფერდზე, სადაც საცხოვრებელი კომპლექსის „პარკ ორთაჭალა“ შენდება, შენარჩუნებულია რეკრეაციული ზონა, რომელიც ქმნის სიმყუდროვეს და წარმოადგენს ჟანგბადის საბადოს.
მომავალი მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სახლიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად მინიმალური დრო დაგჭირდებათ:
რუსთაველის გამზირიდან: 8 წუთი
თავისუფლების მოედნიდან: 6 წუთი
გოგირდის აბანოებიდან : 4 წუთი
კომპლექსი
კომპლექსი 6622 კვ. მ-ზე შენდება, აქედან 1200 კვ.მ - გამწვანებული სივრცე იქნება, 1400 კვ. მ - ეზო და 300 კვ. სათამაშო მოედანი. საცხოვრებელი ზონა 3 ბლოკისგან, A, A1 და B ბლოკისგან შედგება და სულ 335 ბინას აერთიანებს. A და A1 ბლოკი ერთამენთისგან იმით განსხვავდება, რომ A1 ბლოკი არის პრემიუმ კლასის, რადგან კიბის უჯრედზე არის 3 მეზობელი და მათ აქვთ საკუთარი კიბე და ლიფტი. ყველა ბინას აქვს პირდაპირი ხედი მტკვარზე და მთაწმინდაზე. B ბლოკი არის ერთიანი ბლოკი, მაგრამ აქაც არის ორი განსაკუთრებული ხედის ბინა.
სამშენებლო მასალები
Park Ortachala-ს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლბისას გამოყენებულია ჰაიდელბერგ ცემენტის უმარლესი მარკის ბეტონი,უკრაინული არმატურა და აზერბაიჯანში, სპეციალური შეკვეთით წარმოებული, უმაღლესი ხარისხის წითელი 28 შრიანი კერამო აგური, რომელსაც სხვა პროექტებში იშვიათად შევხვდებით. კერამო აგური, გარდა მდგრადობისა, ხელს უწყობს თბოიზოლაციას ბინებში და, შესაბამისად, იზოგება ელექტრო ენერგიის მოხმარება.
ინფრასტრუქტურა
საცხოვრებელი კოპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს: საბავშვო და დასასვენებელ ზონებს, სპორტულ მოედანს, ველო ბილიკებს, ღია საცურაო აუზს და სამედიცინო პუნქტს.
რეკრეაციული ზონა
დეველოპერების მიზანია, ყველაზე მწვანე ზონის შექმნა. შესაბამისად, ორთაჭალის მთის ფერდზე არსებული რეკრეაციული ზონა პროექტის მენეჯერებმა კომპლექსს ისე დაუკავშირეს, რომ თითოეულ მომხმარებელმა შეძლოს სიამოვნება, როგორც ხელოვნურად განაშენებული ახალი ბაღით, ასევე, ბუნებრივი პარკით, რომელიც გარს აკრავს კომპელქსს. დაგეგმილია დენდროლოგიური პროექტიც , დაირგვება 250 ახალი ხე, ასევე, გაშენდება ბროწეულის ბაღი, რომელიც დასასვენებელი ზონების ირგვლივ მოეწყობა.
სამედიცინო პუნქტი
გამორჩეული და განსხვებულია სხვა პროექტებისგან. კომპლექსის შიგნით არსებული სამედიცინო პუნქტი გათვლილია მაცხოვრებლებზე და მათ პირველად დახმარებაზე, საჭიროების შემთხვევაში.
პარკინგი
პარკ ორთაჭალას საცხოვრებელი კომპლექსისთვის მნიშვნელოვანია პარკინგის საკითხი. შესაბამისად, დეველოპერებს მიზნად აქვთ დასახული აღნიშნული პრობლების აღმოფხვრა, პროექტის ფარგლებში. კომპლექსს 200 მანქანაზე გათვლილი შიდა და დახურული პარკინგი აქვს, რომელიც 24 საათიანი დაცვის ქვეშ იქნება.
უსაფრთოება
მრავალფუნქციური პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი უსაფრთხოა ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის. კომლექსი ძალიან მყარია და უძლებს 9 ბალიან მიწისძვრას. პარკ ორთაჭალა ასევე, გთავაზობთ 24 საათიან დაცვის სისტემებს, პროფესიონალ პერსონალს და ტექნიკურ გამართულობას. კომლექსი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.
საცხოვრებელი კომპლექსის სტატუსის მიუხედავად, Park Ortachala - პარკ ორთაჭალა შესანიშნავია ინვესტიციისთვისაც, მისი ადგილმდებარეობიდან და მშენებლობის ხარისხიდან გადმომდინარე.
არ გაუშვათ შანსი ხელიდან და გახდით, პარკ ორთაჭალას მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსში, უძრავი ქონების მფლობელი, თქვენზე მორგებული ხელსაყრელი პირობებით. შეარჩიე შენთვის სასურველი ფარდობისა და დაგეგმარების ბინა და იცხოვრე კომფორტულად.
მოქმედებს შიდა განვადების პირობები:
წინასწარი შენატანი 20% და დარჩენილი თანხა ნაწილდება 24 თვეზე.
წინასწარი შენატანის გარეშე 12 თვიანი განვადება.

























