მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანამშრომლების ტრანსპორტირება ხელფასების 70%-ს უტოლდება" - ბიზნესი ტრანსპორტის იჯარით გადაცემას ითხოვს

601284e3d077e
თათია ჩაფიჩაძე
28.01.21 13:30
1234
საავაჭრო მოლებში დასაქმებული თანამშრომლების ტესტირება თებერვალში ოთხ ეტაპად ჩატარდება. ხელისუფლება საკუთარი ხარჯებით კვირაში ერთხელ საერთო დასაქმებულების 25%-ის ტესტირებას უზრუნველყოფს. იგივე ხარჯის გაწევა კი ბიზნესს მარტიდან მოუწევს.

რაც შეეხება ტრანსპორტირების ხარჯებს, როგორც „დრესაპ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა მურვანიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სახელმწიფოსთან მუნიციპალური ტრანსპორტის იჯარის წესით გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც მურვანიძე ამბობს, სრულად საკუთარი ხარჯებით თანამშრომლების ტრანსპორტირება ხელფასების 70%-ს უტოლდება, რაც შემცირებული შემოსავლების პირობებში მათთვის დიდი ხარჯია.

„რამდენიმე ფაქტორი ართულებს ჩვენს საოპერაციო საქმიანობას, ეს არის სატრანსპორტო შეზღუდვები, ასევე კომენდატის საათი და შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვა. თებერვალი ყველაზე მშვიდი თვეა ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით, არსებული რეგულაციებით ვვარაუდობთ, რომ შარშანდელი გაყიდვების 50% გვექნება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. აქ საუბარია მხოლოდ ხელფასების და ხარჯების გასტუმრებაზე და არანაირი ტიპის მოგებაზე. გუშინ მივიღეთ დაპირება, რომ სიტუაციის სტაბილიზაციის პირობებში შესაძლებელი იქნება პირველი 2 კვირის განმავლობაში გადაიხედოს და შაბათ-კვირას ფუნქციონირების უფლება მოგვეცეს. ასევე გაჟღერდა ინიციატივა, რომ კერძო პირებს იჯარის წესით გადმოეცეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებები, რათა უზრუნველვყოთ დასაქმებულების ტრანსპორტირება, დღეს-ხვალ ველოდებით პასუხს და იმედია, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ტრანსპორტირების ხარჯი თანამშრომელთა ხელფასების 70%-ს უტოლდება რაც საკმაოდ სერიოზულია.

ტესტირების ხარჯებზე თავდაპირველად ითქვა, რომ მხოლოდ იანვარში უზრუნველყოფდა სახელმწიფო, გუშინ გაჟღედა, რომ ოთხ ეტაპად ჩატარდება, კვირაში ერთხელ დასაქმებულების 25% გაიტესტება და სრულად სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, მარტიდან კი თუ საჭირო იქნება, უკვე ჩვენ გავაგრძელებთ ამ ხარჯის გაღებას.“ - განაცხადა მურვანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები