მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის ქუჩები ტექნიკური მარილისგან უახლოეს დღეებში გაიწმინდება" - კალაძე

62444e50e25be
მარიამ იზორია
30.03.22 16:53
555
“დიდთოვლობის გამო დაყრილი ტექნიკური მარილისგან თბილისის ქუჩები უახლოეს დღეებში გაიწმინდება” - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად შექმნილ გამოწვევებს თბილისის მერია გაუმკლავდა.

„მარტის თვეში თბილისში ასეთი უხვი ნალექი არასდროს მოსულა. ამან გარკვეული პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით, წყნეთის, კოჯრის,მიმდებარე ქუჩების, ჩიხებისა და შესახვევების შემთხვევაში, თუმცა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ცენტრალური გზები გაწმენდილიყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. გარკვეულ ადგილებში იყო შეფერხებები, რაც ხუთი დღის განმავლობაში გადაუღებელმა თოვამ გამოიწვია. ამ პერიოდში გზებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. მინდა დავავალო ანდრია ბასილაიას(მერის მოადგილე) და დავით ფაჩულიას(თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი), რომ დავიწყოთ ქუჩების ტექნიკური მარილისგან გასუფთავება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

“თბილსერვისის ჯგუფის” ხელმძღვანელის დავით ფაჩულიას თქმით, კი მეორადი ქუჩები და ჩიხები ღამის ყინვის გამო კვლავ პრობლემაა, თუმცა ხუთი დღის განმავლობაში დაახლოებით, 6 000 ტონა მარილი დაიყარა. ამას დაემატა ქვიშაც, რომლისგანაც თბილისის ქუჩები, სრულად გაიწმინდება .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები