მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის შემოგარენში დასაქირავებელ ბინებზე ფასები და მოთხოვნა გაზრდილია"

62af20e999e8f
ლიკა გურაბანიძე
20.06.22 09:30
696
“თბილისის შემოგარენში დასაქირავებელ ბინებზე ფასები და მოთხოვნა გაზრდილია.” - ამის შესახებ BMG-ს “ჯეო რეალთის” დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ განუცხადა.

მისი თქმით, თუ მაგალითად, 2021 წელს ზაფხულის სეზონზე სახლი 7 000-8 000 ღირდა, ახლა 10 000 - 15 000 ღირს.

“ძირითადი მოთხოვნა თბილისიდან გვაქვს, თბილისიდან ქართველებისგან, რომლებიც ზაფხულში ქალაქგარეთ ოჯახებით გადიან. ყველაზე მოთხოვნადია წყნეთი, წავკისი და ტაბახმელა. აგარაკების ფასი ყოველთვის მაღალი იყო და ის კონკრეტული არითმეტიკული პროპორციის შედეგი არასდროს ყოფილა.

ბუნებრივია, ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად აგარაკებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. გააჩნია ბაზარზე მოთხოვნა მიწოდება როგორი იქნება.” - აღნიშნა მაია გამზარდიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები