მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტელკო სისტემსი” ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია YOFC-ის პარტნიორია

61920de2a9266
BM.GE
16.11.21 09:00
1375

2007 წელს დაფუძნებული კომპანია "ტელკო სისტემსი" ერთ ერთი ლიდერია ქართულ აიტი ბაზარზე. "ტელკო სისტემსი" აქტიურად მონაწილეობს ეროვნული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ასორტიმენტის ფორმირებაში და დღეისათვის მომხმარებელს თანამედროვე IT პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. მოწყობილობებისა და მარაგების მიწოდებასთან ერთად, "ტელკო სისტემსი" მომხმარებელს აიტი სერვისებითაც უზრუნველყოფს, რომელსაც, ასევე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალი გასწევს.

იმ პროდუქტებს შორის, რომელსაც "ტელკო" სთავაზობს მომხმარებელს, დიდი წილი უჭირავს ინტერნეტის ქსელისა და ოპტიკურ კაბელებს. ამ მიმართულებით "ტელკო სისტემსი" არაერთ უცხოურ და ადგილობრივ კომპანიასთან თანამშრომლობს და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. 

"ტელკო სისტემსის" პარტნიორთა შორისაა კაბელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ჩინური კოპანია YOFC . იგი არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი პრეფორმების, ოპტიკური ბოჭკოების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და ინტეგრირებული გადაწყვეტილებების, სხვადასხვა ტიპის ოპტიკური გადამცემების, აქტიური ოპტიკური კაბელებისა და წყალქვეშა კაბელების, RF კოაქსიალური კაბლებისა და აქსესუარების გლობალური პროვაიდერი. ასევე, მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა სისტემური ინტეგრაცია და საკომუნიკაციო ინჟინერიის დიზაინი.

დღეისათვის YOFC-ის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში და ასაქმებს 7000-ზე მეტ თანამშრომელს. იგი არის ერთ-ერთი გლობალურ TOP 10 კონკურენტულ კომპანიათა შორის, ოპტიკური ბოჭკოს წარმოების ინდუსტრიაში.



YOFC-სთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სიახლეებიდან აღსანიშნავია კომპანია CHINA MOBILE-ის ოპტიკური კაბელის 2021-2022 წლის შესყიდვების ტენდერში გამარჯვება - ტენდერი რამდენიმე კვირის წინ დასრულდა: YOFC -მა ტენდერის 14 მონაწილეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა კაბელებით უზრუნველყოფის 20%-იანი წილით, რაც ციფრებში დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრი კაბელის მიწოდებას გულისხმობს. მასშტაბისთვის მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, კაბელის სიგრძე დაახლოებით 6-ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწიდან მთვარემდე მანძილი.

ტელკო სისტემში YOFC-ის 30-მდე სახეობის ოპტიკური კაბელია წარმოდგენილი:

• ADSS კაბელები - გამოიყენება როგორც ბოძებს (მათ შორის მაღალი ძაბვის) შორის გასაჭიმად, ასევე საკომუნიკაციო ჭებსა და გოფრირებულ მილში გასატარებლად.
• Multi Mode კაბელები - განკუთვნილია როგორც შენობებში მონტაჟისთვის, ასევე საკომუნიკაციო ჭებში გასატარებლად და მცირე მანძილზე საჰაერო ინსტალაციისთვის.
• არმირებული და არა არმირებული - კაბელები განკუთვნილია საკომუნიკაციო ჭაში და გოფრეში გატარებისთვის
• სააბონენტო, Drop - განკუთვნილია სააბონენტო ქსელის მოსაწყობად
• საჰაერო კაბელები ტროსით - განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის - სატელეკომუნიკაციო ბოძებს შორის გასაჭიმად.
ოპტიკურ კაბელებთან ერთად ტელკო სისტემსი მომხმარებელს სთავაზობს: ქსელის სპილენძისა და მოსპილენძებულ, კომბინირებულ, კოაქსიალურ, სატელეფონო, ელექტრო, სახანძრო და სიგნალიზაციის კაბელებს.

გარდა კაბელებისა, "ტელკო სისტემსის" ასორტიმენტი მოიცავს თანამედროვე VoIP და ქსელური მოწყობილობების ფართო არჩევანს. ტელკო სისტემსის ოფიციალური პარტნიორია კომპანია Fanvil - A&V-IoT მოწყობილობების ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი გლობალურ ბაზარზე. Fanvil მომხმარებლებს სთავაზობს SIP პროდუქტების 4 ტიპს - სამაგიდო ტელეფონები, ე.წ „Door Access“-ები , ინტერკომსა და Public Address გადაწყვეტილებებს. Fanvil არის პიონერი SIP, აუდიო და ვიდეო ტექნოლოგიების გამოყენებაში A&V-IoT სისტემების ასაშენებლად. იგი მხარს უჭერს და აძლიერებს ბიზნეს ინდუსტრიების ციფრულ ტრანსფორმაციას. დღეისათვის კომპანია წარმოდგენილია სამი R&D ცენტრით პეკინში, შენჟენშსა და სუჟოუში. ტელკო სისტემსი უკვე 4 წელია საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს Fanvil-ს და მომხმარებელს საუკეთესო ფასად სთავაზობს Fanvil-ის ბრენდის პროდუქციას.


როგორც უკვე იქნა აღნიშნული ტელკო სისტემსი კაბელებისა და ვოიპ მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე. ამასთან, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე IT პროდუქციის ფართო არჩევანს:

• რეკები და სასერვერო კომპონენტები - გარე გამოყენების, კედლის, ქსელისა და სასერვერო რეკები. რეკის აქსესუარები და ელექტრო გამანაწილებლები.
• ტელეფონია - IP ტელეფონები, VOIP კარიბჭეები, SIP ინტერკომის პროდუქტები, საკონფერენციო სისტემები, სატელეფონო სადგურები, ყურსასმენები და ტელეფონის სხვა აქსესუარები.
• ქსელური მოწყობილობები - Poe ინჟექტორები, ჭკვიანი სახლის მოწყობილობები, სვიჩები, როუტერები (მათ შoრის 4G როუტერი), უსადენო მოწყობილობები, ფაერვოლები, ქსელის ბარათები და ტესტერები.
• ქსელის პასიური კომპონენტები - პაჩკორდები, პაჩ-პანელები, ჯეკები, კონექტორები, ქისთონები, კროსები და კრონები
• ოპტიკური მოწყობილობები - SFP მოდულები, მედია კონვენტორები, ოპტიკის ტესტერები, საზომი ხელსაწყოები, შესადუღებელი აპარატები, GEPON/GPON მოწყობილობები.
• ოპტიკის პასიური კომპონეტები - მაღალი დატვირთვის ODF სისტემები, ოპტიკური პაჩკორდები, პიგთელები, ქუროები, ყუთები, პაჩპანელები, სპლიტერები, ადაპტერები, კონექტორები, გილზები, ოპტიკის ხელსაწყოები და სამაგრები.
• Line Interactive და Online უწყვეტი კვების წყაროები
• კომპიუტერის და მობილურის აქსესუარები - პორტატული დამტენები, KVM სვიჩები, HDMI კაბელები, მობილურის დამტენები, ყურსასმენები და ა.შ

• სამეთვალყურეო სისტემები - IP კამერები, NVR ჩამწერი მოწყობილობები

• სერვერები და სერვერის აქსესუარები

"ტელკო სისტემსის" პროდუქციის დეტალურად დათვალიერება შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე - www.telco.ge. ასევე კომპანიის სერვისებზე სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონით: 032 219 29 99 ან ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/telco.ge

(NS)
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები