მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს, რაც ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად რჩება" - სააგენტო

630e437907bf4
BM.GE
31.08.22 00:00
889
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდები ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად რჩება.

"3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს.

არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები