მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტექნიკური თვალსაზრისით, ეს რეალური გამოწვევაა" - რუმინელი მაღალჩინოსანი შავი ზღვის კაბელზე

642ed5112e319
BM.GE
06.04.23 18:29
5674
რუმინეთის თვალსაზრისით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგეტიკული წყაროების და ბუნებრივი გაზის დივერსიფიკაციის გაზიარებისკენ, რათა უკეთესად ვიყოთ დაკავშირებული რეგიონის ქვეყნებთან, - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ ნიკულესმა განაცხადა შავი ზღვის კაბელის პროექტის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც დღეს თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მას შემდეგ, რაც 17 დეკემბერს ბუქარესტში შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ამ პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა ქვეყნები, რომლებიც კასპიის ზღვასთან და ევროპაში მდებარეობენ, უკეთესად დაუკავშირდნენ ერთმანეთს განახლებადი ენერგიის მიწოდების კუთხით ამ კაბელით. პროექტის ნაწილი, რომელიც გაივლის შავ ზღვას, უაღრესად მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე რთული ნაწილია. ეს იქნება ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. ასე რომ, ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის რეალური გამოწვევა და იმედი მაქვს, რომ კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ, ძალიან კარგ საქმეს გააკეთებენ. ამ პროექტის მთავარი მიზანია უკეთესი დაკავშირებულობა მნიშვნელოვან რეგიონებთან. რუმინეთის თვალსაზრისით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგეტიკული წყაროების და ბუნებრივი გაზის დივერსიფიკაციის გაზიარებისკენ, რათა უკეთესად ვიყოთ დაკავშირებული რეგიონის ქვეყნებთან“, - განაცხადა რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები