საერთო სამუშაო სივრცე "ტერმინალი" EuroAsian Startup Awards-ის გამარჯვებული გახდა. ქართული ე.წ ქოვორქინგ-სივრცე ნომინაციაში - წლის საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცედ საკმაოდ ძლიერ კონკურენტებს შორის გამოაცხადეს. Global Startup Awards-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ დაჯილდოებაში 9 ქვეყანა მონაწილეობდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.
სტუმარი: ჯინო დოლინი - "ტერმინალის" დირექტორი;
თამარ ჯინჭარაძე - "ტერმინალის" მარკეტინგის დირექტორი