მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თევზჭერის ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი საექსპორტო ბაზარი - თურქეთია” - Geo Fish Company

63b801a05e14e
BM.GE
08.01.23 23:01
2374

თევზჭერისა და თევზის გადამმუშავებელ კომპანია „გეო ფიშ კომპანის“ თანადამფუძნებლის კახა ლატარიას შეფასებით, პროდუქტის რეალიზებისას ყველაზე მისაღები ბაზარი თურქეთია.

BMG-სთან კომპანიის საქმიანობის შესახებ საუბრისას „გეო ფიშ კომპანის“ თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ კომპანია შავ ზღვაში თევზის მოპოვების ლიცენზიას ფლობს, რომლითაც მას თევზჭერის გარკვეული კვოტები აქვს განსაზღვრული. მოპოვებული თევზის გადამუშავებას კი ფოთში მოქმედ საწარმოში ახდენენ, სადაც ქაფშიიდან 3 000 ტონამდე თევზის ფქვილსა და 2 000 ტონამდე თევზის ზეთს აწარმოებენ. „გეო ფიში“ წარმოებული პროდუქტის რეალიზებას თითქმის სრულად ექსპორტზე ევროპულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ახდენს.

“ბიზნესის თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი და მაღალანაზღაურებადი ბაზარი, ჯერჯერობით თურქეთია. შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მოდის. ექსპორტის კუთხით საინტერესო ბაზრებია ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი“, - აღნიშნა „გეო ფიშ კომპანის“ თანადამფუძნებელმა.

ექსპორტთან ერთად კომპანია წარმოებული პროდუქტის მცირე მოცულობით ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის.

„გარდა ექსპორტისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში თევზის და ცხოველური საკვების თანამედროვე ქარხნები ვითარდება, რომლებმაც გარკვეულწილად იმპორტი ჩვენი პროდუქციით ჩაანაცვლეს, შესაბამისად საკუთარ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარსაც ვაწვდით", - აღნიშნა კახა ლატარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები