მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ბანკი" აქციონერებს შუალედურ დივიდენდებს გადაუხდის

62f7d751567b1
ნინო ტაბატაძე
14.08.22 21:00
2537

თიბისი შუალედური დივიდენდების გადასახდელად ემზადება. TBC Bank Group-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, თითოეულ აქციაზე შუალედური დივიდენდის სახით 2.5 ლარი (ეკვივალენტი სტერლინგში) იქნება გადახდილი.


"თიბისის"  55,479,420 აქცია აქვს გამოშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში დივიდენდების სახით აქციონერებს შორის 138.698 მლნ ლარი განაწილდება. გადახდა 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

30 ივნისის მონაცემებით, TBC Bank Group -ის მსხვილი აქციონერები იყვნენ:

  • Dunross & Co  - 7.39%
  • Allan Gray Investment Management -  6.41%     
  • European Bank for Reconstruction and Development -  5.05%    
  • Fidelity International - 4.04%     
  • BlackRock - 3.36%          
  • Creation Investments Capital Management - 3.03%         
  • დამფუძნებლები (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე) - 15.90%
  • სხვები  - 54.82%            


2022 წლის 6 თვის მონაცემებით, TBC Bank Group-ის მოგება 458.5 მლნ ლარი იყო, წლიურად მოგების ზრდა 13.7%-ს შეადგენს.


ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 910 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები