მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი ბანკი" მომხმარებელს აფრთხილებს

617c2a4046ea0
თამთა ჯიჯავაძე
29.10.21 21:04
836
"თიბისი ბანკი" მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბანკის მსგავსი ნომრიდან მომხმარებლებს უკავშირდებიან თაღლითები, ესაუბრებიან რუსულ ენაზე და სთხოვენ პირად და საბანკო ინფორმაციას.

"ასეთ შემთხვევაში, არ გადასცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია თაღლითებს. ფაქტის დადგომისთანავე აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს და დაგვიკავშირდით თიბისის ოფიციალურ არხებში.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კიბერუსაფრთხოების სამსახურთან ამ ფაქტების აღმოსაფხვრელად და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მომხმარებლების დასაცავად.

კიბერდანაშაული ციფრული სამყაროს თანმდევი გამოწვევაა და თქვენი ჩართულობა და ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნულია "თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები