მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი დაზღვევა 27%-ით გაიზარდა" - პაატა ღაძაძე 2022 წელს აჯამებს

63bbca3fa89ba
ინგა მურუსიძე
09.01.23 12:35
664
როგორი იყო სადაზღვევო სექტორისთვის 2022 წელი? - BMG-ს ამ კითხვას TBC დაზღვევის გენერალური დირექტორი, პაატა ღაძაძე პასუხობს.

გასული წლის შეფასებისას პაატა ღაძაძე ამბობს, რომ 11 თვის მონაცემების ბაზარი ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა, რაც ბევრი არ არის, თუმცა პოსტპანდემიურ პერიოდში მისაღები მაჩვენებელია.

„2022 წელი პოსტკოვიდურად ითვლება და პანდემიური გავლენების კუდები მოჰყვებოდა. მონაცემებს რაც შეეხება, გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ზრდა არის. თუკი ბაზარი აქამდე იზრდებოდა 14-16%-ით, პოსტკოვიდურ, ანუ 2022 წელს წლიურად მხოლოდ 10%-ით გაიზარდა. სხვა ტიპის ინდუსტრიებთან შედარებით, რომლებიც შემცირდა, აქ სტაბილურობა მაინც ჩანს. ორნიშნა ზრდა არის, 10% დიდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა ზრდა არის. თიბისი დაზღვევა 27%-ით გაიზარდა, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ე.წ. Marketmaker-ის პოზიციები გვაქვს“, - განაცხადა ღაძაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები