"თიბისი კაპიტალი" ეკონომიკის აღდგენის დინამიკას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა კვლავ აჭარბებს 2019 წლის დონეს; ამასთან, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რიცხვი, 2019 წელთან შედარებით, მეტწილად უცვლელია.
მიმოხილვის მოკლე შეჯამება ასეთია:
აგვისტოში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, შენელდა;
თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებსა და რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ზრდა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა;
ტანსაცმელზე უნაღდო დანახარჯებში მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა; გართობაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა უარყოფით ნიშნულზეა;
ავეჯზე უნაღდო დანახარჯებში სტაბილური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სამშენებლო მასალებზე ზრდა შემცირებულია;
ექიმთან ვიზიტებსა და სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯებში მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა.
თიბისი კაპიტალის სრულ დოკუმენტს გაეცანით აქ.




























