მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი კაპიტალი" რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მარტიდან პროგნოზირებს

6200ebd845365
მარიამ ვარადაშვილი
07.02.22 17:50
673
“თიბისი კაპიტალი” რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მარტის ბოლოდან პროგნოზირებს. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, წინა პროგნოზი, სადაც 2022 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 2 პროცენტული პუნქტით შემცირებას ვვარაუდობდნენ, უცვლელია. მათი პროგნოზით, პირველი, 50 საბაზისო პუნქტიანი, შემცირება კი უკვე მარტშია მოსალოდნელი.

ამასთან, ლარის შემოსავლიანობის მრუდი და ეროვნული ბანკის შედარებით მკაცრი ტონი, შესაძლოა განაკვეთის უფრო მომდევნო პერიოდში კლების არგუმენტი იყოს.

დღეის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე განაკვეთი უცვლელად დატოვა. განაკვეთი 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე გადაიხედება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები