მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისიმ" თანამშრომლები “სტარტაპ დეკრეტში” მეორედ გაუშვა

5f7d8962f0567
ლიკა გურაბანიძე
07.10.20 22:00
1518

"თიბისიმ" თანამშრომლებს “სტარტაპ დეკრეტში” გასვლა უკვე მეორედ შესთავაზა და კონკურსში გამარჯვებულების ვინაობაც ცნობილია. სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ, 6-თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ისარგებლონ და საკუთარი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ.

თიბისის პროექტის, „სტარტაპ დეკრეტის“ მეორე ტალღის გამარჯვებული გუნდი „იდეა კურსი“ გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გასული 5 გუნდიდან საუკეთესო სტარტაპ-იდეის ავტორები მარიამ აბულაძე, მარიშა გოგოლაური და მარიამ ცანავა გახდნენ. „იდეა კურსის“ სტარტაპ იდეა ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნაა, რომელიც განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან დააკავშირებს.

როგორც “საქმიან დილაში” საუბრისას “თიბისის” ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდის ხელმძღვანელმა გვანცა მურღვლიანმა განაცხადა, პროექტის მეორე ტალღაში ჟიურიმ 16 მონაწილიდან 4 ფინალისტი გამოავლინა. მისივე თქმით, პროექტში გამარჯვებისთვის მონაწილემ ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტი უნდა წარადგინოს.

“თიბისისთვის ეს თემა მნიშვნელოვანი რამდენიმე ასპექტით არის. ერთ-ერთია ის, რომ გუნდში სამეწარმეო სულისკვეთების ხელშეწყობა გვინდა. ჩვენ ამ პროექტით, თანამშრომლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ეს კომპანიის მხრიდან ნამდვილად ქმედითი შესაძლებლობა იყოს, რათა ადამიანებს, ვისაც იდეები აქვთ, მათი განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

თიბისი ჯიუტად იმეორებს ამ პროექტს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტია.

კომპანიაში ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც შესაძლებლობებისთვის ღია არიან და შეცდომების დაშვების, ასევე სიახლეების მიღების არ ეშინიათ, ეს ამ პროექტის ძირითადი კომბინაციაა.” - აღნიშნა გვანცა მურღვლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები