მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თოლიას" ნაყინი 11-12%-ით გაძვირდა

625ecbf61a3ed
ლიკა გურაბანიძე
25.04.22 23:00
2652
"თოლიას“ ნაყინი წლიურად, დაახლოებით, 11-12%-ით გაძვირდა.

როგორც ნაყინის ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიაში bm.ge-ს უთხრეს, მიზეზი იმპორტირებულ ნედლეულზე ფასების მატებაა. კომპანიის მარკეტინგის დირექტორის თქმით, 2021 წლის გაზაფხულთან შედარებით ნედლეული, დაახლოებით, 20-25%-ითაა გაძვირებული.

სანდრო ლომთაძე bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნედლეულზე ფასების ზრდა ბიზნესისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

"თუ ჭიქის ნაყინი 80 თეთრი ღირდა, ახლა 90 თეთრი ღირს. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ნედლეულის დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოების იყოს, თუმცა ეს ასე არ არის. თითქმის 100%-ით ვართ იმპორტზე დამოკიდებული. მაგალითად, რძის ფხვნილი უკრაინიდან შემოგვქონდა, ომის გამო კი ეს ბაზარი ახალი ზელანდიით ჩავანაცვლეთ, რაც გეოგრაფიულ პრობლემას გვიქმნის და საჭირო ნედლეულის ჩამოსვლის დროს ზრდის“, - განმარტა მან.

მიუხედავად გამოწვევებისა, "თოლიაში" წელს გაყიდვების, დაახლოებით, 17%-იანი ზრდა აქვთ დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები