მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრანსპორტირების ფასი 50%-ით გაიზარდა...იყო თხილის მობრუნების შემთხვევაც"

61f795e6f41ed
მარიამ იზორია
06.02.22 09:30
1067
bm.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, თხილის ყველაზე მსხვილ ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს შორის “Georgian Products Renaissance”და “აგრითრეიდია”. აღნიშნული კომპანიები კახეთსა და სამეგრელოში თხილის გადამუშავებით არიან დაკავებული და 100%-ით ექსპორტს ახორციელებენ. 

ორივე კომპანიამ გასულ წელს ექსპორტზე ჯამში დაახლოებით 1 700 ტონა თხილი გაიტანა და როგორც კომპანიების დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე Bm.ge-სთან აცხადებს, თხილის გადამუშავების პროცესი ახლაც გრძელდება.

“ჯერ სეზონი არ დასრულებულა. თხილის მიღება და გადამუშავება ახლაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის კახეთში მდებარე “აგრითრეიდიდან” 700 ტონა გაუტეხავი თხილის ექსპორტი ძირითადად ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებში განვახორციელეთ, თუმცა ჯამში 2 000 ტონაზე მეტი თხილი შევისყიდეთ.

რაც შეეხება ხობში მდებარე საწარმოს, აქედან 1 000 ტონა თხილის გული ევროპასა და აზიის ქვეყნებში გავყიდეთ, მაგრამ ვფიქრობთ აქ მთლიანი მოსავლის 35-40% ჯერ კიდევ დარჩენილია, ამიტომ ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესს მაისის ჩათვლით გავაგრძელებთ.

ბაია სალუქვაძე bm.ge-სთან სექტორში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, ქართულ თხილში აფლატოქსინის აღმოჩენის გამო გარკვეული შეფერხებები ჰქონდათ. ამასთან, კომპანიებს ტრანსპორტირების ხარჯიც გაეზარდათ.

“იყო თხილის მობრუნების ფაქტებიც, რადგან პროდუქტში დიდი რაოდენობით აფლატოქსინი აღმოაჩინეს, თუმცა შემდგომ სახელმწიფო რეგულაცია შემოიღეს, რომლის მიხედვითაც თხილი ევროპაში გასვლამდე უნდა შემოწმდეს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ტრანსპორტირების ფასი მინიმუმ 50%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ფაროსანას, შედარებით მცირე რაოდენობით არის, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებულია” - განმარტავს ბაია სალუქვაძე.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის თხილის მოსავლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $84.5 მილიონია, ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 4 ათასი ტონით არის გაზრდილი, საექსპორტო შემოსავალი კი 8.3 მილიონით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები