მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ის ქვეყნები, ვისი მხარდაჭერითაც მოვედით დღემდე გვეუბნებიან, რომ რაიმე ჩვენი ევროპული მომავლისთვის არაა სასარგებლო, დავუჯეროთ"

6408ac7bb13d1
BM.GE
08.03.23 19:37
855
"თუ ის ქვეყნები, ვისი მხარდაჭერითაც მოვედი დღემდე გვეუბნებიან, რომ რაიმე ჩვენი ევროპული მომავლისთვის არაა სასარგებლო, დავუჯეროთ," - ამის შესახებ გუგული მაღრაძემ სოციალურ ქსელში დაერა. ამით იგი, ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

"ევროპული ოჯახის წევრობის გარეშე არ არსებობს საქართველოს მომავალი. დღემდე რომ მოვედით ისე, რომ გვაქვს დამოუკიდებლობა, მეტ-ნაკლებად ნორმალური განვითარება, უსაფრთხოება, სწორედ რომ აშშ-ისა და ევროპის დამსახურებაა.

თუ ის ქვეყნები, ვისი მხარდაჭერითაც მოვედი დღემდე, გვეუბნებიან რომ რაიმე ჩვენი ევროპული მომავლისთვის არაა სასარგებლო, დავუჯეროთ! პატივს ვცემ მოსაზრებების მრავალფეროვნების გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ დაპირისპირება არ უნდა გადავიდეს ძალადობაში და ეს ყველას გვეხება", - წერს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები