მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ სალონებს დავკეტავთ, დასაქმებულები მომხმარებლებთან სახლებში ივლიან" – სალონების ფედერაცია

5fbbe1b2c5f2b
ანუკა ჯოხაძე
23.11.20 20:41
1343
თუ სალონებს დავკეტავთ, ამ სფეროში დასაქმებულები მაინც ივლიან კარდაკარ სახლებში კლიენტებთან, - ამის შესახებ BM.GE-ის სილამაზის სალონების ფედერაციის დამფუძნებელმა თამუნა შარაშენიძემ განუცხადა.

როგორც შარაშენიძე ამბობს, კიდევ ერთი დახურვა სექტორში უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს. ისედაც გადარჩენისთვის მომუშავე სალონები კი საბოლოოდ დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან პირველი ლოქდაუნის შემდეგ მათ ისედაც შემცირებული შემოსავლებით და დატვირთვით უწევთ მუშაობა.

“გახსნიდან დაახლოებით 1 თვე ნორმალური მუშაობა იყო, მაგრამ ამის შემდეგ იკლო და სადღაც 60%-მდე შემცირდა მოთხოვნა. თუმცა, მიუხედავად მომართვიანობის შემცირებისა და ლარის გაუფასურების გამო პროდუქციის გაძვირებისა, მაინც ცდილობენ სალონები რომ გაუძლონ, გადარჩნენ და იარსებონ. ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია, არ არის ფუფუნების საგანი, ეს არის ყოველდღიურ მოვლასთან დაკავშირებული, რომელიც ადამიანს სჭირდება. თუ ჩვენ სალონს დავკეტავთ, ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან ამ სფეროში და ყოველდღიურ შემოსავალს არიან მიჩვეული, მაინც ივლიან კარდაკარ, სხვა გამოსავალი მათ არ დარჩებათ, იმიტომ რომ ულუკმაპუროდ რჩებიან. შესაბამისად, ეს უფრო მეტად უკონტროლო გავრცელებას გამოიწვევს.”-ამბობს სალონების ფედერაციის დამფუძნებელი თამუნა შარაშენიძე.

მთავრობა რესტორნებს და მოლებს შესაძლო შეზღუდვებზე ესაუბრა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები