მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ სერვისი არ იქნება იდეალური, მოგვიტევეთ, რადგან სხვა საშუალება არ გვაქვს’’ - გურამ ბაღდოშვილი

634e9fb48921f
თინათინ ნატმელაძე
18.10.22 18:00
19240
რესტორან "ჩვენის" დამფუძნებლის, გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სარესტორნე ბიზნესი პროფესიონალი კადრების ნაკლებობას განიცდის, მომხმარებელს სათანადო სერვისს ვერ სთავაზობენ.

"ასეთი მიდგომა შევიმუშავეთ - მოდი, მაქსიმალურად გემრიელად ვაჭამოთ და თუ სერვისი არ იქნება ისეთი იდეალური, მოგვიტევეთ, რადგან სხვა საშუალება არ გვაქვს", - განაცხადა ბაღდოშვილმა "საქმიან დილაში".

მისივე თქმით, მაგალითად, მიმტანები თავიანთ საქმიანობას პროფესიად არ ირჩევენ, რაც ამ სექტორს ძირს უთხრის.

"პროფესიონალი კადრების სექტორი არასტაბილურია, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული, რომ რასაც ეჭიდებიან, ის პროფესიად აირჩიონ, მაგალითად მიმტანი თავის საქმეს პროფესიად არ ირჩევს, ამას ირჩევს რამდენიმე დღით, თვით ან წლით და შემდეგ სხვა რამის გაკეთებას გეგმავს. არაპროფესიონალურად უყურებენ იმ საქმეს, რასაც აკეთებენ და ეს ძირს უთხრის ამ სექტორს", - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

ბაღდოშვილმა BM.GE-სთან საუბრისას ასევე თქვა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის სამზარეულოს მცოდნე კადრების მოძიებაც რთულია, რაც საკმაოდ ძვირად უჯდებათ.

"ძირითადად ყველგან ქართველები მყავს დასაქმებული, მაგრამ გააჩნია რესტორნის კონცეფციას, მაგალითად "სითი მოლში" გვაქვს ინტერკონტინენტური სამზარეულო, სადაც არის იტალიური, ტაილანდური, ვიეტნამური, იაპონური და ქართული მიმართულებები, თუმცა საქართველოში ვერ ვნახეთ აზიური კერძების მზარეული და მოგვიწია კონტრაქტის საშუალებით ჩამოგვეყვანა ოთხი ადამიანი, რაც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა", - აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები