მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურების ღირებულება გაიზარდა" - რომელი კუთხეები აინტერესებთ ტურისტებს?

648d591e06d4f
ლიკა გურაბანიძე
17.06.23 23:10
1856
ტურების ღირებულება გაიზარდა, თუმცა ამის მიზეზი გაძვირებული მომსახურებაა, რომლის გაწევაც ტურისტებისთვის გვიწევს, საუბარია კვებაზე, განთავსებაზე და ა.შ.,- ამის შესახებ bm.ge-ს სათავგადასავლო, საცხენოსნო, ველო და ტრეკინგ-ტურების კომპანია ”ექსპლორ ჯორჯიას” წარმომადგენელმა უთხრა.

“განსხვავებულია შერეული, საცხენოსნო, ველო და რაფტინგ ტურების ღირებულება და ისინი დღიურად 80-დან 200 ევრომდეა. ფასები წინა წლებთან შედარებით 20-25%-ით მომატებულია, რაც ტურების გაყიდვაში საკმაოდ დიდ პრობლემას გვიქმნის, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს. კომპანიაში ფასები საათობრივად და ჯგუფების სიდიდის მიხედვით დგინდება. მაგალითად, მთაში გამყოლი გიდის დღიური ანაზღაურება 200 -250 ევროა, ჩვენ საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მთაში გამყოლები გვყავს.

ფასით მეზობელ ქვეყნებს და ევროპას კონკურენციას ვერ ვუწევთ, რადგან დაინტერესებულ პირს მსგავსი ტურისტული პაკეტი იქაც დაახლოებით იგივე უჯდება. შესაბამისად, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ტურისტს კვება სჭირდება, რაც ჩვენს პაკეტში შედის, საქართველოში კი საკვები პროდუქტების ფასები ევროპულს გაუტოლდა. ნამატი, რომელსაც ჩვენი მომსახურებისთვის ვაკეთებთ, რეალურად ძალიან მიზერულია და თუ ტურზე ფასს არ გავზრდით, რეალურად ბიზნესს მოგება აღარ დარჩება”, - განმარტა ნიკოლოზ ერქომაიშვილმა.

რაც შეეხება ტურისტებს, როგორც ერქომაიშვილი ამბობს, მათ ძირითადად თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა და მთიანი აჭარა აინტერესებთ.

“წელს მაღალ ტურისტულ სეზონზე სტუმრებს ძირითადად დასავლეთ ევროპიდან, აშშ-დან, სინგაპურიდან და იაპონიიდან ველოდებით, ტურები უკვე დაჯავშნილია”,- ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები