მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტული გადასახადის" შემოღებაზე საუბარი არაადეკვატურად მიმაჩნია - საბა კიკნაძე

624ffcd1d991c
მარიამ ვარადაშვილი
08.04.22 21:45
1012
“კავკასუს თრეველის” დირექტორი საბა კიკნაძე ერთ-ერთია, ვინც ტურიზმის კანონპროექტის განხილვას ესწრება. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოსაზრებებისთვისა და შენიშვნებისთვის ტურიზმის სექტორის ჩართულობით განიხილება.

ერთ-ერთი სიახლე, რაც ახალ კანონპროექტში შეიძლება იყოს “ტურისტული გადასახადია”, რის შემოღებაც საქართველოში კიკნაძის თქმით, დაუშვებელია.

“არავის შევუყვანივართ სიაში რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა. აბსოლუტურად არაადეკვატურად მიმაჩნია გადასახადის შემოღებაზე ლაპარაკი, თითოეულ ტურისტზე იქნება თუ რამე სხვა ფორმით. ამით ბევრ რამეს გავაფუჭებთ. პირველ რიგში ეს მარკეტინგული შეცდომა იქნება. დამატებითი გადასახადის აკრეფა პრინციპიდან გადახვევა იქნება.

გამართლებაზე არ არის საუბარი, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს ფული არაფერს წაადგება, ხოლო სახელმწიფოს სხვა გზითაც შეუძლია დამატებითი შემოსავალი მიიღო. 2-3 კვირა თოვლი ვერ გავწმინდეთ. მოულოდნელობა აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ ზამთარში თოვს ხოლმე. ვერ წარმომიდგენია ასეთ ქვეყანაში თუნდაც ერთი დოლარი აკრიფონ ღამისთევაში. ეს აბსურდია”,-აცხადებს კიკნაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები