მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უეჭველი 2 კუში"

BM.GE
20.12.20 11:37
954
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს აზარტული თამაშების სექტორი განსაკუთრებული ტემპით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს სექტორის ზომამ 25.86 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 87%-ით მეტია. მართალია ეს სტატისტიკა არა უშუალოდ სექტორის შემოსავალს, არამედ დადებულ ფსონებს აჩვენებს, მაგრამ რეალურად სექტორის ზრდის ტენდენცია საკმაოდ მაღალია. 2019 წელსვე აზარტული თამაშების მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა 901 მილიონი ლარი იყო, რაც 2018 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 156 მილიონი ლარით მეტი იყო. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სექტორის ზრდა პრობლემატურია და ქვეყნის მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. როგორ უნდა კონტროლდებოდეს სათამაშო ბიზნესი... ინიციატივები ბლომად იყო; სრული აკრძალვა, მკაცრი შეზღუდვები, მოთამაშეთა რეესტრი, მაგრამ ყველაფერი იდეად და ინიციატივად დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები