მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია" - რას აცხადებს თურქული მხარე?

62cf1777873d5
თამთა ჯიჯავაძე
13.07.22 23:04
1599
უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლები მარცვლეულის ექსპორტისთვის სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. როგორც Reuters-ი წერს, მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის უკრაინული მარცვეულის ექსპორტის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ხელი ჯერ არ მოუწერიათ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ ცალკეულ ტექნიკურ საკითხებზე, რაც მარცვლეულის ექსპორტს უკავშირდება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, თურქეთში, მომავალ კვირას უკრაინის და რუსეთის დელეგაციის წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის ფონზე, შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე.

ცნობისთვის, 13 ივლისის შეხვედრა, რომელიც სტამბოლში გაიმართა, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შავი ზღვის პორტების გავლით ექსპორტს ეძღვნებოდა. როგორც უცხოური მედია წერს, საუბარია მილიონობით ტონა უკრაინულ მარცვლეულზე, რომელიც რუსეთის საზღვაო ბლოკადის გამო, შავი ზღვის პორტებშია ჩარჩენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები