მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ურჩი გადამხდელები ბინების მესაკუთრეებს ძალიან დიდ დარტყმას აყენებენ“ - იურისტი

63c2ea93c85ff
გიგა ბენია
14.01.23 22:03
1654
უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას ორი თვის წინ ქვეყანაში საპოლიციო გამოსახლების წესის აღგენის მოთხოვნით მიმართა. როგორც გაერთიანებაში აღნიშნავენ, ამ ხნის მანძილზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების მხრიდან ბიზნესს უკუკავშირი არ მიუღია.

საქმე ისაა, რომ გაერთიანებამ საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილების დაუყოვნებლივ მიღება მას შემდეგ სთხოვა, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქირის გადასახადის გადაუხდელობის მიუხედავად, დაკავებულ უძრავ ქონებას არ ტოვებდნენ. როგორც ასოციაციაში BM.GE-ს განუცხადეს, ხელისუფლების დუმილის ფონზე, ურჩი მობინადრეები ბინების მეპატრონეებს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნიან.

„საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფომ გამოსახლების შესახებ კანონი მიიღოს. გავავრცელეთ ოფიციალური განცხადება, კომუნიკაცია გვქონდა პარლამენტის წევრებთანაც, რომლებიც დახმარებას დაგვპირდნენ, თუმცა მათგან ინიციატივები ამ დრომდე არ მოგვისმენია. ამასობაში, ურჩი გადამხდელები ძალიან დიდ დარტყმას აყენებენ ბინების მესაკუთრეებს“, - აცხადებს უძრავი ქონების ასოციაციის იურისტი დავით კაჭკაჭიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ურჩ მობინადრეებში ბიზნესი რუსეთის მოქალაქეებს გულისხმობს, რომლებიც ასოციაციის ინფორმაციით, ხშირად უნებართვოდ იკავებენ უძრავ ქონებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყოველგვარი ზარალის ანაზღაურების გარეშე, ქვეყანას ტოვებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები