მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ურჩიეთ მეზობლებს, რომ აიცრან" - თემურ მიქელაძე მოქალაქეებს მიმართავს

61387322a1747
ინგა მურუსიძე
08.09.21 12:27
789
პედიატრი თემურ მიქელაძე ექიმებს და 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ასაკოვანი ადამიანების ეს კატეგორია გადავარჩინოთ.

„ნებისმიერი ადამიანის საერთო მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი (60 წელს ზემოთ) მაქსიმალურად მოვიცვათ, რამეთუ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი არის სწორედ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული ანალიზი.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მოვუწოდებ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში, ურჩიეთ თქვენს მეზობლებს, აიცრან. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ვაქცინაციაზე მაღალი სარგებელი ჯერ არ გაკეთებულა მსოფლიოში. თითოეული ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს, რომ ეს გატეგორია გადავარჩინოთ“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები