მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უშეცდომო არავინ არის" - ამირან გამყრელიძე კრიტიკოსებს პასუხობს

5fb271f0c05a1
ინგა მურუსიძე
16.11.20 17:35
918
უშეცდომო არავინ არის, მთავარია საქმე ვაკეთოთ", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მის მიმართ სოციალური ქსელში სხვადასხვა მედიკოსების მიერ გაჟღერებულ კრიტიკას.

„ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება მაგინებს და მლანძღავს ეთერებით. მე არ ვაგინებ და არც ვლანძღავ, რადგან ამის დრო არ არის. უშეცდომო არავინაა. ვინც საქმეს აკეთებს შეცდომასაც ის უშვებს, მთავარია, ეს შეცდომა არ იყოს სავალალო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. სჯობს საქმე ვაკეთოთ, ვიდრე ერთმანეთი ვლანძღოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, ვინ ლანძღავს მას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები