მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაკეთებდით, რასაც გვეუბნებოდნენ და ვიღებდით, რასაც იხდიდნენ“ - ნინა კობახიძე COVID-კლინიკებზე

6421d8b2a9bce
ალა ისპირიანი
27.03.23 21:30
811
"ვაკეთებდით, რასაც გვეუბნებოდნენ და ვიღებდით, რასაც იხდიდნენ“ - ნინა კობახიძე COVID-კლინიკებზე,“ - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძემ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას COVID-კლინიკებზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება. საქმეების დიდი ნაწილი უკვე სასამართლოშია.

უწყების ხელმძღვანელი პირების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად, იყო შემთხვევები, როცა კორონავირუსთან ბრძოლისას ექთნებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი დანამატი ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ, რამდენიმე კლინიკაში კი, სამინისტრომ დაადგინა, რომ დირექტორი და მისი მოადგილეები ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე თავად იზრდიდნენ ხელფასებს. ასევე, კლინიკებში არ სრულდებოდა პაციენტების მიღებისა და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები და პაციენტების რაოდენობის ზრდა ხელოვნურად ხდებოდა.

ნინა კობახიძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა, რომ აღნიშნული სიტუაციით ბევრი არაკეთილსინდისიერი კლინიკა ნამდვილად სარგებლობდა, თუმცა მას ამ საკითხის განხილვა ახლა არასამართლიანი ჰგონია.

„ვაკეთებდით იმას, რასაც გვეუბნებოდნენ და ვიღებდით იმ დაფინანსებას - რასაც იხდიდნენ, არაფერს მეტს და არაფერს ნაკლებს. პოლიტიკურად არ მგონია სწორი, ახლა როდესაც უწყება შეიცვალა. დარწმუნებული ვარ ამით ბევრი არაკეთილსინდისიერი კლინიკა სარგებლობდა - არაერთი ადამიანი იყო გატარებული ტყუილად. 2 მილიარდი ლარი არ არის პატარა თანხა ჩვენი ჯიბიდან გადახდილი. რატომ მართეს მაშინ ასე - ალბათ ჯობია იმ ადამიანებს მოვკითხოთ, როლებიც დღეს უფრო მეტნი უკვე ოპოზიციაში არიან, ვიდრე ალბათ კლინიკებს.

ბეწვის ხიდზე ვიარეთ, არაერთი შემოწმება გავიარეთ - ზედმეტად შენიშვნა არ მიგვიღია. ვიცი რამდენიმე კლინიკა და ისედაც გვესმოდა, რომ "ტყუილად იქ არ მიხვიდეთ", ისეთი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ, როდესაც ეს რაღაც ეტაპი დასრულდა და ეს საკითხიც უნდა დასრულდეს. მინახავს კოვიდ-პაციენტების სარჩელები კლინიკების მიმართ და ალბათ მანდედან გამომდინარეა ეს საქმეები აღძრული, რომელიც უნდა დაიხუროს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები