მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვამატებთ სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცეს" – „ველინო“

6447d930aebf6
ნანუკა ნარიმანიძე
26.04.23 09:30
717
მეღვინეობა „ველინო“ საგარეჯოს რაიონში, სოფელ კაკაბეთში მარანს აფართოებს და ძალიან მალე მომხმარებელს ადგილზე უმასპინძლებს - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა და მეღვინემ, ბექა ჯიმშელაძემ BMG-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, მიმდინარე წელი მარნის გაფართოებას დაეთმობა და მალე შევძლებთ მომხმარებელს შევთავაზოთ სადეგუსტაციო სივრცე და რესტორანი საგარეჯოში, სამომავლო გეგმებშია იგივე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაც“, - აღნიშნა მან.

ამასთან, დამფუძნებელმა ექსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ბრენდმა ღვინო მეცამეტე ქვეყანაში გაიტანა.

„ჩვენ 2019 წლიდან გაგვაქვს ღვინო ექსპორტზე, ამერიკაში, კანადაში, ბელგიაში, დანიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში, ახლა გავიტანეთ ღვინო ნორვეგიაშიც“, - დასძინა მან.

გამოწვევებზე საუბრისას, ბექა ჯიმშელაძე განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი პირობებია.

„მთავარი გამოწვევა გარემო-პირობებია, ვინაიდან გვაქვს ორგანული წარმოება და სრულიად დამოკიდებულები ვართ ამინდის პირობებზე, ასევე, ჩემი აზრით, აუცილებელია მცირე მარნების მხარდაჭერა და მომხმარებლის ცნობადობის ამაღლება“, - ამბობს ის.

ცნობისთვის, „ველინო“ საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს შვიდი სახის ღვინოს სთავაზობს, ბრენდი ექსპორტზე 2019 წელს გავიდა და მას შემდეგ, მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. კომპანია 20,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და აქედან 80% ექსპორტზე გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები