მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვამაყობ, რომ თბილისის კულტურის ნაწილი ვარ" - რუბენ ვარდანიანი

61bef073795aa
თამთა ჯიჯავაძე
19.12.21 15:30
3104
ვამაყობ, რომ თბილისის კულტურის ნაწილი ვარ, - ამის შესახებ სომეხმა ბიზნესმენმა რუბენ ვარდანიანმა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„დედაჩემი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობაში დიდი დრო გავატარე საქართველოში, თბილისში. თბილისის ცენტრში ცხოვრების დროს ერთ-ერთი, რაც ყოველთვის მიკვირდა, იყო თბილისური ეზოს კულტურა. ოთხსართულიან კორპუსში ვცხოვრობდით, დიდი აივნებითა და ეზოთი. სასტუმრო "იბერიასგან" არც თუ ისე შორს... ახლა იქ სასტუმრო "რედისონია." ვცხოვრობდით ეზოში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ორი-სამი თაობის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობდნენ. უმეტესობა იყო ქართველი, სომეხი, ბერძენი, გერმანელი, ებრაელი, რუსი და ა.შ. არავის აინტერესებდა რა ეროვნების იყავი“, - აღნიშნა მან.

გიორგი ისაკაძემ სომეხ ბიზნესმენს, გასულ წელს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დროს გაკეთებული განცხადება გაახსენა, რომლის მიხედვითაც ვარდანიანი ხაზს უსვამდა ნეიტრალური პოზიციის დაჭერის მნიშვნელობას.

„გარკვეულწილად იყო თუ არა თქვენი განცხადება ბრალდება, რომ საქართველო აზერბაიჯანის პოზიციებს უჭერდა მხარს? შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რას გულისხმობდით ამ განცხადებაში?“ - ჰკითხა სომეხ მილიარდერს გიორგი ისაკაძემ, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

„ჩემი განცხადების მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოში სწორედ შემდეგი იყო. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან გამჭვირვალე სამყაროში. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადრე თუ გვიან ყველაფერს ფარდა ეხდება. აუცილებელია შევინარჩუნოთ მჭიდრო ურთიერთობები ეს მნიშვნელოვანი დღევანდელი დღისა და მომავლისთვისაც. 10-20 წელიწადში საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. არავის შერცხვება. ეს იყო ჩემი გზავნილი საქართველოსადმი - დაიცვათ თბილისური ტრადიცია და თავი შეიკავეთ ამ ზოგჯერ ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში. მაშინაც კი, მეზობლების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ჩხუბის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელების გზის პოვნა. სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი იყო: „ეცადეთ იყოთ ნეიტრალურები და ეცადეთ ორივე მხარეს მშვიდობის დამყარებაში დაეხმაროთ, სხვა არაფერი", - განაცხადა მან.

„როცა ეს განცხადება გავაკეთე, ინფორმაცია არ მქონდა. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იყო ბევრი სპეკულაცია, ბევრი ჭორი... მე უბრალოდ ვამბობ იმას, რაც ყველამ ვიცით. ადრე თუ გვიან ყველაფერი, რაც ხდება ამ სამყაროში, გახდება საჯარო. მოხარული ვიქნებით, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კარგი და მეგობრული მეზობლური ურთიერთობები გაგრძელდეს“, - დასძინა სომეხმა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები