მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინაციის მაჩვენებელი 60%-ს მაინც უნდა ასცდეს, თუ გვინდა რაიმეს იმედი გვქონდეს" - Old Town Mtatsminda

61cdc764128bf
ანუკა ჯოხაძე
06.01.22 23:00
795
საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო ტურისტების დიდი ნაწილი ჩამოსვლისგან თავს იკავებს. ამის შესახებ სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ. საქართველოში ორჯერადად ზრდასრული მოსახლეობის 40%-მდეა აცრილი.

როგორც სასტუმრო Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მომავალ სეზონზე მაინც არ მოხდება ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდა, სასტუმროები 2019 წლის ნიშნულს კიდევ დიდ ხანს ვერ დაუბრუნდებიან.

“2021 წელი ერთმნიშვნელოვნად 2020 წელზე უკეთესი იყო, მაგრამ ფინანსურად ეს საკმარისი არაა. ეს არ არის საკმარისი არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, თუმცა იმედის მომცემი წელი იყო. ჩვენ 2022 წელს უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აკეთებენ წარმატებული ქვეყნები და ეს არის ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდა. ჯერ ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია აცრილი, მომავალი სეზონისთვის რაღაცნაირად ეს მაჩვენებელი 60%-ს მაინც უნდა გადასცდეს, თუ გვინდა რომ რაიმეს იმედი გვქონდეს", - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები