მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვაქცინაციის ოფიცრები" - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს

6087d20f1407a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 13:00
1199
ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე წინასწარი რეგისტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყებამ ამ მიმართულებით "ვაქცინაციის ოფიცრების" გადამზადების პროექტი დაიწყო.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის ოფიცრები რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენენ და პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ამ პროცესში, რადგან გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს. ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, რათა მათ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეძლონ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. პროექტში ახალგაზრდები ჩაერთვებიან და ისინი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას მოახდენენ“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები