მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვეღარ ავუდივართ ვალდებულებებს" - კერძო ბაღების მოთხოვნები

5f5e4836dc6ba
თათია ჩაფიჩაძე
14.09.20 09:00
1106
კერძო ბაღები სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადის გადავადებას სთხოვენ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი პავლე ქალიაშვილი აცხადებს, ბაღების დიდი ნაწილი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება რის გამოც 80-მდე ბაღმა საქმიანობა შეაჩერა.

„პირველ რიგში ჩვენთვის პრიორიტეტია გახსნის თარიღი, რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, ბიზნესომბუდსმენს ვთხოვეთ, შუამდგომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ გადაევადებინათ საშემოსავლო გადასახადი: იქიდან გამომდინარე, რომ ის საშეღავათო პერიოდი, რაც მთავრობამ დააწესა 1 ნოემბრამდე, ვერ გამოვიყენეთ. ასევე ვთხოვეთ იჯარის საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი, იმის გამო, რომ ვეღარ ავუდივართ ვალდებულებებს, რომლებიც გვაკისრია, მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე თვეა დახურულები ვართ. ასევე გვქონდა თხოვნა რომ ეშუამდგომლა კერძო ბანკებთან ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის პასუხი არ გაქვს,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში პავლე ქალიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები