მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვეჯინში ვილას და კოტეჯს ერთ კვირაში გავხსნით" - "ვილა ვეჯინი"

64379fea84906
ნანუკა ნარიმანიძე
13.04.23 10:30
968
„ვილა ვეჯინი“ სოფელ ვეჯინში, თბილისის ეროვნულ პარკთან 3-სართულიან ვილას გახსნის - ამის შესახებ „ვილა ვეჯინის“ დამფუძნებელმა თათია გაბისიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს 2000 კვ/მ ფართობის ეზო, სადაც განთავსებულია ერთი 3-სართულიანი ვილა, რომელიც 6-8 ადამიანზეა გათვლილი, და ერთი კოტეჯი ორ ადამიანზე“, - განმარტავს ის.

გარდა ამისა, ვილას გვერდით დგას მიწაში ნახევრად ჩაფლული მარანი, სადაც დამფუძნებელი სამი ტიპის ქვევრის ღვინოს აწარმოებს: ხვანჭკარას, რქაწითელს და საფერავს, მარნის თავზე განთავსებულია ბუხრის პანორამული ოთახი, ამასთან, ეზოში საუნა და ცხელი წლის კასრიცაა, ზაფხულისთვის იგეგმება ეზოში ღია ფანჩატურისა და თონეს დამატება.

„ღია ფანჩატურისა და თონეს დამატების შემდეგ, აუცილებლად დავიწყებთ მენიუზე მუშაობას, საზაფხულოდ ასევე მზად გვექნება აუზი, ფრენბურთის მოედანი და ტენისის მაგიდები“, - აღნიშნა მან.

საფასო სეგმენტზე საუბრისას, თათია გაბისიანი აღნიშნავს, რომ მაქსიმალურად ეცადა, ფასი ყველასთვის მისაღები ყოფილიყო.

„ყველაზე მეტი ფასის დადებაზე ვიფიქრეთ, გვინდოდა ყველასთვის მისაღები ყოფილიყო, საბოლოოდ, კოტეჯის ღირებულება 250 ლარია, უქმეებზე - 350. მთლიანი ვილის ღირებულება კი 700 ლარი, ხოლო უქმეებზე - 800 ლარი იქნება“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები