მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას საწოლების იმ რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს"

61123575212f3
BM.GE
10.08.21 11:57
1422
დღეს საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის 5,697 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ასევე რეკორდულია გარდაცვლილთა რაოდენობაც, რადგან ბოლო 24 საათში ვირუსმა 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისთვის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 6,552 პაციენტი იმყოფება, ხოლო კოვიდ სასტუმროებში კი 2,652 ადამიანი მკურნალობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს საწოლფონდი არის შეზღუდული მოცულობის, თუმცა 100,000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, მობილიზებული საწოლების რაოდენობა "სამჯერ მეტია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში>"

"საწოლფონდთან დაკავშირებით ჩვენ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული. ჩვენ ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას საწოლების იმ რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად ან არ გვაქვს, ან რომელ საწოლებსაც ექიმები ვერ მოემსახურებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღეს საქართველოში საწოლების რაოდენობით შეუძლებელია. გარდა ამისა, ვინაიდან ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ დროულად არ მოვემზადეთ, ან საკმარისი საწოლები არ მოვამზადეთ. გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენთან მობილიზებული საწოლების რაოდენობა სხვა ქვეყნებში მობილიზებული საწოლების რაოდენობას. გამოიკვეთა, რომ 100,000 სულ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს მობილიზებული დაახლოებით 3-ჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ ვთვლი, რომ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მის უწყებებს აქვთ, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და ამიტომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მოსახლეობას და ვითხოვთ უკვე მათგან დახმარებას და მორჩილებას, რომ ეს ვირუსი გახდეს უფრო მართვადი და არ იყოს კოლაფსი,"- აცხადებს ტიკარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები